|
2026-08-22 12:25:15, 3551 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას სავაჭრო ცენტრში რუსული დარტყმის ადგილზე. ამჟამად, ცნობილია 16 დაღუპულის და 130 დაშავებულის შესახებ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, 9000 კვადრატული მეტრის ფართობის ხანძარი ჩამქრალია. სამაშველო ოპერაციებში შვიდი რეგიონის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები და კინოლოგიური დანაყოფები მონაწილეობენ. 130 დაშავებულს შორის 23 ბავშვია. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საღამოს და ღამით უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით იერიშები განახორციელა. კიევში ბალისტიკური რაკეტების დარტყმებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ზაპოროჟიეში რუსულმა FPV დრონმა ქალაქის მიკროავტობუსს თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ცეცხლის ქვეშ ასევე მოექცა ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ჩერნიგოვის და ნიკოლაევის რეგიონები. 21 აგვისტოს, რუსმა ჯარისკაცებმა კრივოი როგში სავაჭრო ცენტრს დრონებით ორჯერ შეუტიეს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)