|
2026-08-18 19:51:38, 2030 ნახვა
ეკონომიკა
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარაში მოქმედი ბიზნესებიც შეუერთდნენ. კამპანიაში უკვე Hilltop Batumi, Kopi Brew, Dodonut, Vaio Resort და Lilia Flower Shop ჩაერთნენ. “ბიზნესის ჯაჭვი” საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ მცირე ბიზნესებს ერთ ჯაჭვში აერთიანებს და მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კამპანიის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მათი ცნობადობის ზრდა და გაყიდვების ხელშეწყობაა. ამავდროულად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, საინტერესო ბრენდები და პარტნიორი ბიზნესებისგან სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ "მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა ნებისმიერ მცირე ბიზნესს შეუძლია. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ბიზნესებში მომხმარებლებს სპეციალური ბანერებისა და სტიკერების საშუალებით ჯაჭვის სხვა წევრი ბიზნესების აღმოჩენა და მათგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ. შედეგად, ერთი ბიზნესის მომხმარებელი სხვა მონაწილე ობიექტებსაც ეცნობა, ბიზნესები კი ერთმანეთისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას ქმნიან. "მოხარული ვართ, რომ "მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ უკვე თბილისის ფარგლებს გასცდა და ინიციატივას აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ. გვჯერა, რომ მცირე ბიზნესებს შორის ასეთი თანამშრომლობა მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ჯაჭვი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი არაერთი მცირე ბიზნესი ჩაერთვება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნესის მარკეტინგის გუნდის უფროსმა, ელენე კვირკველიამ. ინფორმაციისთვის, მცირე ბიზნესის ჯაჭვს ეტაპობრივად ახალი ბიზნესები უერთდებიან. კამპანიაში ჩართული ბიზნესებისა და მათი შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)