2026-08-12 18:28:37, 1176 ნახვა
პოლიტიკა
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარის საზმაუს წამყვანის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი გუშინ დააკავა.
„ბათუმელების“ ცნობით, დაჭრის მუქარაში ბრალდებულს გიორგი აფციაური ჰქვია, ძალადობის ბრალდებით დაკავებულს კი ზურაბ კონცელიძე.
როგორც გამოცემა წერს, ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ბრალდებულები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.
მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო გამოიყენა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან