21:36 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 16:41:05, 267 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში

2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის კოორდინირებული მცდელობა და მათ შორის, ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება.

„ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე, 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს, ბუნებრივია. როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ, შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებს ისევ და ისევ იგივე აგენტურა - პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით. გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყელა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ასევე იყო 2022 წელს, როდესაც მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022-ში სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება. 

„ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით  და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ 1 წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს. ამაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოები", პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომემ ზურაბიშვილი და პარტიული ტელევიზიები. სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია. 

მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა, თავისი დანამატი პარტიებით, „ახალი" „ლელო" და ა.შ. იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართულები, ასევე „ენჯეოები", მთელი აქტივი, პოლიტაქტივისტები და პარტიული ტელევიზიები, ანუ სამი რუსოფობიური კამპანია იყო მარტო 2022 წელს და შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics