|
2026-08-12 16:23:08, 1491 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. ამჯერად, მობაილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს, სესხის გაფორმებასა და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას კიდევ უფრო გაგიმარტივებს. თუ აქამდე მობაილბანკიდან სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეძლებ თანხის გადარიცხვას ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენებით. აქამდე, უცხოურ ვალუტაში მსგავსი გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ ფილიალში ან პირადი ბანკირის დახმარებით იყო შესაძლებელი. ახლა, ყველაფერს რამდენიმე წუთში, მობაილბანკის "სხვასთან გადარიცხვის" ფუნქციონალით შეძლებ. კიდევ უფრო მარტივი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის გაფორმება. ხელშეკრულების დადასტურებას უკვე შეძლებ არა მხოლოდ ერთჯერადი კოდით, არამედ Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც. ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია საშუალებას გაძლევს:
თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და არასდროს გქონია Travel Card-ი, სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებ. შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში ნახავ. ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება აღარ დაგჭირდება - განაცხადს დისტანციურად შეავსებ; ბარათს კი, სასურველ მისამართზე საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მის ყველა ბენეფიტსაც მარტივად გამოიყენებ. მობაილბანკს მუდმივად ემატება ფუნქციონალები, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. ფინანსების მართვა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობა თუ ახალი სერვისების მიღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, სწრაფად, უსაფრთხოდ და მაშინ, როცა გჭირდება - TBC Internet Banking.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)