15:25 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 17:16:57, 2910 ნახვა

ევროპის ამბები
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, მალე დასრულდება თუ არა უკრაინაში კონფლიქტი და შიშობს, რომ ზამთარი, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის, რთული იქნება.

„ევროპული პრავდას“ ცნობით, ვუჩიჩმა ეს განცხადება ბელგრადში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სერბეთის ლიდერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის სერბეთს, სურს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება.

„მაგრამ თუ პოლიტიკურ ვეტერანს მკითხავთ, გეტყვით, რომ დარწმუნებული არ ვარ. ძალიან მეშინია, რომ ზამთარი ძალიან რთული გვექნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის“, - თქვა ვუჩიჩმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის სწრაფად დასრულების იმედი აქვს, მაგრამ ჯერ ვერ ხედავს ამისკენ მიმავალ გზას.

„მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის განხორციელების გზას“, - დასძინა სერბეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics