|
2026-07-31 16:08:31, 260 ნახვა
სამართალი
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ელისაშვილს ბრალი პოლიციელის, შოთა ჭიპაშვილის მიმართ ნათქვამი სიტყვის - „არაკაცის“ გამო წაუყენეს. „ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს და რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხყოფაში. ამ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და არაკაცი უწოდა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც ალეკო ელისაშვილს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით ხელბორკილების დადების დროს, საათების განმავლობაში მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, სისხლი სდიოდა, არ ხსნიდა, წყალს არ ასმევდა, ამასთან ერთად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ელისაშვილმა ის სასამართლო სხდომაზე რომ დაინახა, „არაკაცი“ უწოდა და კიდევ სხვა კითხვებსაც ვსვამდით. თუმცა, როგორც პროკურატურა ამბობს, ამ სიტყვაში დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა. თავად ალეკოს გაეცინა, 13 წელი მაქვს მისჯილი, ეს მეოთხე საქმე არისო, ეცინება ამ საქმეზე. ისინი ახლა ცდილობენ ამით ალეკოს დისკრედიტაცია მოახდინონ, ალი ბაბაევის საქმე, ტერორიზმის ორი საქმე და ახლა მეოთხე საქმე დაემატა, თითქოს, აი, როგორი რეციდივისტი, როგორი დამნაშავე ადამიანია. ამით ცდილობენ გაამართლონ ის გადაწყვეტილება, 13 წელი რომ მიუსაჯეს. ახლა ამის გამართლება დამატებითი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მოძებნეს. ხვდებით, რომ ეს ამ სიმძიმის სიტყვა არ არის, თან იმ ფონზე, რომ შოთა ჭიპაშვილზეა საუბარი, თუ არ ვცდები, ის ოცმეთაურია. მან ძალიან მძიმე დაზიანება მიაყენა ალეკოს. ალეკო 8 თვის წინ, ციხეში გამოიკითხა ამ დაზიანებებთან დაკავშირებით, გამოძიებას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, რა მივიღეთ, ორმაგი სტანდარტი. წესით და რიგით, ადამიანის წამებაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე გასამართლებული, მინიმუმ, ბრალი წარდგენილი უნდა ჰქონდეს შოთა ჭიპაშვილს, ამის ნაცვლად ვხედავთ, ალეკო ელისაშვილისთვის ბრალდების წარდგენას, რომელმაც მისი მწამებელი არაკაცად მოიხსენია იმ ქმედებების გამო, რაც მას თავს გადახდა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)