|
2026-07-21 16:34:44, 1302 ნახვა
პოლიტიკა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი: ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ტერაბანკი, სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ზე განახორციელებენ. აღნიშნული სიახლე Nasdaq-მა მომხმარებლებს ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე განთავსებული ბანერით გააცნო. Nasdaq Calypso-ის საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით ინერგება. პროექტი ხორციელდება "საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში და მიზნად ისახავს საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საიმედო სახაზინო ინფრასტრუქტურის შექმნას. "Nasdaq Calypso-ის პლატფორმაზე გადასვლა ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ეფექტურობასა და რისკების მართვის შესაძლებლობებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიბერთი ქართულ სახაზინო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ როლსა და პოზიციებს. საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას - მუდმივად განვავითაროთ თანამედროვე საბანკო სერვისები ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ლიბერთის, ისე მთლიანად საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში." - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი. Nasdaq-თან პარტნიორობა საქართველოს საბანკო სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)