|
2026-07-21 14:17:36, 1240 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალი: ევროკავშირი სირიაზე ზეწოლას ახდენს აღიარების გასაუქმებლად
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც, დე ფაქტო უწყების შეფასებით, ბრიუსელის განზრახვას ეხება, სირიის სახალხო კრებასთან ითანამშრომლოს, რათა დამასკომ გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რიტორიკა „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“. „ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებაზე საუბრობს, რეალურად ცდილობს, დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი – გააუქმოს“, – ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში. დე ფაქტო სამინისტროში აღნიშნეს, რომ სირიის მიერ 2018 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარება „სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება“ იყო, რომელიც, მათი თქმით, „ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას“ ეფუძნებოდა. უწყების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“ იქნა მიღებული და „გარე ძალების ზეწოლის ქვეშ გადახედვას არ ექვემდებარება“. დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ბრიუსელის მცდელობები ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით სამხრეთ კავკასიაში არსებული „გეოპოლიტიკური რეალობის“ გადახედვისთვის „უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია“. ამასთან, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს იმ მიზეზებზე, რომლებმაც, მათი შეფასებით, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება განაპირობა, და კვლავ გაიმეორა ბრალდება, რომ 2008 წელს თბილისის პოლიტიკამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა „ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა“. ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)