|
2026-07-17 13:29:35, 258 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიები, გარდაცვლილია უამრავი ადამიანი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მხრიდან. კონკრეტულად, გვარამიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ მას, საქართველოს კი არაფერი შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირის, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გამოდიან და საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიები, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გააჩაღა მეორე ფრონტი ქვეყანაში. ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ ტიპის განცხადებებით: პირველი, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, უამრავ გარდაცვლილ ადამიანად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. რაც მოხდა, ის იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზოგადად „დიფ სთეითს“ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი. იქნება სახელმწიფო თუ არ იქნება, მათთვის მთავარია ის დავალებები, რაც გარედან წამოვა. საერთოდ არ აინტერესებთ, ხალხი დაიღუპება, ქალაქები განადგურდება, თუ რა მოხდება. მათთვის მთავარია, მათ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ატარებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მანვე პარალელი გაავლო იმ განცხადებებთან, რომელსაც ოპოზიცია მაშინ აკეთებდა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. „თუ გსურთ, პარალელები რომ გავავლოთ, გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ აგენტურის წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქოს ქვეყანამ ამით მილიარდები დაკარგა. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: სად არის ეს მილიარდები, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო საჩუქრად? საჩუქრად არავინ არაფერს იძლევა. 2008 წლის ომის შემდეგ მოცემულ თანხებს დღესაც მთავრობა კრედიტის სახით აბრუნებს და და იხდის ამ ვალებს. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)