|
2026-07-15 11:14:50, 863 ნახვა
პოლიტიკა
IPI: უნდა შეწყდეს კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ზეწოლა
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია ფორმულას მიმართ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც ინსტიტუტისვე შეფასებით, თავდასხმის კიდევ ერთი მაგალითია. ორგანიზაციის ეს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ფორმულა მისთვის "მორალური ზიანის მიყენების გამო" 10 000 ლარით დააჯარიმეს. IPI-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლება მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ზრდის", ამასთან, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა საქართველოში მედიის თავისუფლების ის ნაწილი მაინც იყოს დაცული, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია. განცხადებაში ნახსენებია ისიც, რომ ტერმინების გამო კომუნიკაციების კომისიამ 25 ივნისს ტელეკომპანია პირველი, მანამდე კი, ფორმულა დააჯარიმა. IPI წერს, რომ 2025 წელს მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება, გააკონტროლოს მიუკერძოებლობის, სიზუსტის, სამართლიანობისა და პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტები, რომლებიც მანამდე ჟურნალისტური თვითრეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კომისიას მაუწყებლის ლიცენზიის გაუქმების პროცედურის დაწყებაც შეუძლია. ამასთან, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული "ცრუ დასმენის" მუხლით სისხლის სამართლის გამოძიების გამო. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს გამოძიება, დაცული იყოს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობა და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული ან არაპროპორციული სანქციების გამოყენებისგან.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)