23:08 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 15:06:05, 1753 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა

ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ჩვენი პარლამენტის წევრები ყოველდღიურად სწორ შენიშვნებს აკეთებენ, მის გამონათქვამებს ობიექტურ შეფასებას აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივად დასანახია, რა დგას მის უკან.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღარ არის საინტერესო ერთი კონგრესმენის ქმედებები, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ნებისმიერი მოქალაქისთვის მარტივად დასანახია, ხელისგულზე ჩანს, რა დგას მის უკან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს, პირიქით, უნდა ვიყოთ მოტივირებული, დაინტერესებული, „ჩასაფრებული“ მთავრობის ქმედებების, ინიციატივების, გადაწყვეტილებების მიმართ და მოდი, ამაზე ვისაუბროთ. საზოგადოებამ გვაკრიტიკოს იმაზე, რა არ გააკეთა სწორად ან რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას გამოწვევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics