21:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 14:20:49, 341 ნახვა

სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, "ჯეოსელმა" ელექტრონული ხელმოწერა დანერგა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი სერვისების მეშვეობით, კომპანია "ჯეოსელი" თავის აბონენტებს მარტის ბოლოდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული ხელმოწერის მომსახურებას სთავაზობს.

მომხმარებელი მომსახურების მიღების პროცესში შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერას ელექტრონულად დააფიქსირებს, რაც აბონენტს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ყველა დოკუმენტაცია და პროცედურა შეინახება ელექტრონულად და მომხმარებელი მათთან წვდომას მარტივად შეძლებს.

ამ ინოვაციური პროდუქტის მხარდამჭერი სერვისების პრეზენტაცია დღეს, "ჯეოსელის" ოფისში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და "ჯეოსელის" გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ გამართეს.

"სერვისების განვითარების სააგენტო ამ ინოვაციური პროდუქტის (ელექტრონული ხელმოწერის) მხარდამჭერ სერვისებს, კერძოდ დროის აღნიშვნას, უკვე კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტული მომსახურების შეთავაზებაზე არიან ორიენტირებულები. ეს სერვისი კომპანიებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლებისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება", - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ.

ეს ინიციატივა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან ქაღალდის გამოყენება თავიდან იქნება აცილებული. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სფეროში დიდი რაოდენობით ქაღალდი გამოიყენება, რაც გარემოს მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, მსგავსი ინოვაციური სერვისების დანერგვით, როგორც სახელმწიფო და კერძო კომპანია, ასევე მისი მომხმარებელი ხდებიან გლობალური გარემოს დაცვითი ინიციატივების თანამონაწილეები.

"ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ინოვაციურ მიდგომას მომსახურების სფეროში. ამჯერად, ჩვენს აბონენტებს ვთავაზობთ კიდევ ერთ, ახალ მომსახურებას - ელექტრონულ ხელმოწერას, რომლის მეშვეობით მომხმარებელი გაცილებით უფრო მარტივად გაივლის პროცედურებს ჩვენს მაღაზიებში და საშუალება ექნება თავად გახდეს ინოვაციის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამ მომსახურებით ჩვენი აბონენტი მეტად მნიშვნელოვანი, გარემოს დაცვითი, ინიციატივის მონაწილე ხდება - ჩვენ დავზოგავთ დიდი რაოდენობით ქაღალდს და ერთად გავუფრთხილდებით გარემოს“, - განაცხადა "ჯეოსელის" გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics