|
2026-07-01 15:02:46, 1450 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან სათვალთვალო ვიდეო-კამერებს პროგრამულად სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კუპრაძის შეფასებით, არსებობს ძალიან დიდი საერთაშორისო საგარეო და საშინაო რისკები, რომელიც დამოკიდებული იქნება პუტინის რუსეთისა და ФСБ-ს კონტროლსა და გადაწყვეტილებებზე. კუპრაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია. „ეს არის რუსული საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების გაკონტროლება გადაადგილების პროცესში. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია აღრიცხოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში მაშინაც კი, როცა მათი სახე ნაწილობრივ არის დაფარული. ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ათეულ ათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დღეის მდგომარეობით 10 000-მდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. „ოცნების” რეჟიმი უკვე წლებია იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების კამერებს. კამერები ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს და იქ არის წარმოებული, პროგრამულ უზრუნველყოფას კი პუტინის რუსეთი ახორციელებს. ეს კომპანიებია Hikvision და Dahua, ორივე კომპანია სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ, რომლებიც არ უშვებს მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს, ძალადობას და იცავს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების კონტროლისაგან. ამ ყველაფრის პარალელურად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დევნოს საქართველოს მოქალაქეები, დევნოს ისინი ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას და პუტინის რუსეთს - ერთს, როგორც მწარმოებელს ამ ვიდეოკამერებისა და მეორეს, როგორც პროგრამულად უზრუნველმყოფს პუტინის რუსეთის სახით. არანაირი მოთხოვნა ჩვენ არ გაგვაჩნია - ამ მიმართვას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის საფრთხეში და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური უფლებები, ადამიანის უფლება, თავისუფლება, გადაადგილების და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)