02:03 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-25 13:58:54, 2283 ნახვა

პოლიტიკა
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ცხინვალში მიმდინარე გაძლიერებულ ანექსიურ პროცესებს აფასებს და აცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა ახალ, უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა.

SJC აცხადებს, რომ ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო, დროული და პრინციპული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • მკაფიოდ და საჯაროდ შეაფასოს 2026 წლის ე.წ. ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა როგორც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი;
  • გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
  • მოითხოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმების არაღიარება და დაგმობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
  • შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.

განცხადება სრულად 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics