14:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 12:59:48, 2341 ნახვა

სამართალი
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან.

„კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ.

ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას.

2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics