02:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 12:25:30, 2032 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს

ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან ჩვენს ქვეყანაში გააღვივოს სიძულვილი და აგრესია. ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო. სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics