|
2026-06-22 11:36:08, 231 ნახვა
სხვადასხვა
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხშირად ის წუთებია, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩანს. მამასთან ერთად სეირნობას, თამაშს ან საუბარს შეუძლია, ბავშვური უპირობო სიყვარულისა და უსაფრთხოების განცდა ათწლეულების შემდეგაც შეგვახსენოს. სწორედ ასეთი ყოველდღიური მომენტები ქმნის ემოციურ კავშირს მშობლებთან, რაც ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტია. სწორედ ამ იდეას ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ წლევანდელი კამპანია, რომელიც მამის დღის აღნიშვნას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“. კამპანიის მიზანია, მამებისა და შვილების ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი, რომელიც „უბრალო“ მომენტებითა და ყოველდღიურობით იქმნება. „თეგეტამ“ ამ დღის აღსანიშნავად თემატური ვიდეორგოლიც მოამზადა. მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „მამის დღის აღნიშვნა ჩვენს CSR სტრატეგიასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეხმიანება. ჩვენს კომპანიაში უმრავლესობა სწორედ კაცები არიან. შესაბამისად, მათი წახალისება და ამ საკითხზე დაფიქრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანასწორ პარტნიორობასა და პოზიტიური მშობლობის იდეებს, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამის როლიც ოჯახში აქტიურ ემოციურ ჩართულობასთან, ზრუნვასა და შვილებთან ერთად გატარებულ ხარისხიან დროსთან ასოცირდება. წლევანდელი გზავნილიც - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - გვახსენებს, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა განსაკუთრებული მოვლენები, არამედ მშობლებთან ერთად გატარებული ყოველდღიური მომენტებია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის უფრო თანასწორ, ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოს როგორც ოჯახში, ისე „თეგეტასა“ და, ზოგადად, საზოგადოებაში“. „თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მეხუთე წელია, უერთდება მამის დღის აღნიშვნას და თეგეტელი მამები ამ დღის აქტიური მონაწილეები არიან. კომპანია 2022 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia) და სხვადასხვა ინიციატივით მხარს უჭერს პოზიტიური მშობლობის, გენდერული თანასწორობისა და ოჯახურ პასუხისმგებლობებში კაცების ჩართულობის იდეას. წლევანდელი კამპანია UNFPA in Georgia-სა და სააგენტო HIVE-თან თანამშრომლობით განხორციელდა. კომპანიამ თეგეტელ მამებს შვილებთან ერთად უმასპინძლა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რა არის ბავშვისთვის ყველაზე ძვირფასი, რას ნიშნავს შვილისთვის მამასთან ერთად ყოფნა და რატომ არის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი როგორც ბავშვისთვის, ისე თავად მამისთვის.
ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება კვლავ გამოწვევად რჩება. მამების აქტიური ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზე, ამასთანავე, ის ხელს უწყობს ოჯახში პასუხისმგებლობების უფრო თანასწორ განაწილებას და ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. სწორედ ამიტომ მამის დღის აღნიშვნა მხოლოდ სიმბოლური თარიღი არ არის. ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვების აღზრდა ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა და ოჯახში თანასწორი პარტნიორობა ჯანსაღი საზოგადოებისა და მომავლის ერთ-ერთი საფუძველია. ეთერ ნოღაიდელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA in Georgia) ანალიტიკოსი: „როდესაც შვილების ცხოვრებაში მამის როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ დღეს ქართველი მამების 81% ამბობს, რომ მამობა ყველაზე მნიშვნელოვანი როლია მათ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ის მამები, რომლებმაც ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ისარგებლეს, ამ გამოცდილებას აფასებენ, როგორც ტრანსფორმაციულს: ისინი საუბრობენ საკუთარი როლის გადაფასებაზე, მოთმინების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ემოციურ ზრდაზე. ეს ყველაფერი კი ისეთივე ფასეულია სამუშაო სივრცეში, როგორც პიროვნულ დონესა თუ ოჯახში. დასაქმებული მამების გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ ორგანიზაციული გარემო და მენეჯმენტის მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის, რათა აღნიშნული ტრანსფორმაცია პრაქტიკად ითარგმნოს და მშობლები რეალურად გახდნენ უფრო ჩართული“. წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - მამებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, კომპანიის მხრიდან მამობის როლის ხელშეწყობის კარგ მაგალითს აჩვენებს და იმ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შვილების, მამებისა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. -- „თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)