|
2026-06-17 11:28:20, 3030 ნახვა
სამართალი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. როგორც ადვოკატმა სუს-ში ბრალის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარუქაშვილი მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაკავებას არ ელოდებოდა. „გუშინ დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა ადამიანები. ამ ეტაპზე პოზიცია არ ვიცი, რადგან ბრალი წარდგენილი არ აქვს. საქმის მასალები არის 40 ტომი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მასალების გაცნობას და პოზიციის ჩამოყალიბებას. ახლა შევდივართ, ბრალის წარდგენის პროცედურა იწყება და რომ გამოვალ, უფრო მეტს მოგახსენებთ. ამ ეტაპზე ის ვიცი, რომ დაკავებულია. გუშინ შევხვდი, გავესაუბრე. გამოკითხვებზე დადიოდა, გამოკითხული იყო. ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, რადგან აბსოლუტურად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის გარეშე, გულწრფელად მივიდა და მისცა ინფორმაცია, რასაც საქმესთან დაკავშირებით ფლობდა", - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა. „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთი პირს, ანზორ ჯამალაშვილს ბრალი წარედგინა. როგორც ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სუს-ში ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ანზორ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. „ბრალი წარედგინა 3 მუხლით. ერთი არის თაღლითობა, მეორე ფულის გათეთრება და მესამე ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება. ფაქტობრივად, მას ედავებიან, რომ შენ არც პირდაპირი კავშირი გქონდაო, არც შენი კომპანიები იყოო, მაგრამ დანარჩენი კომპანიები არის შენიო იმიტომ, რომ ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავდა მათო. ეს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ მქონდაო გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ტრაილერები და სატვირთო მანქანები ემსახურებოდნენ მათ მიერ ჯართის გადატანასო. ბრალს არ აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. სუს-მა რკინგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. აქედან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათზე გამოცხადდება ძებნა. ბრალდებულებს ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას, დანაშაულის ჩადენაში დახმარებას, ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო დუკუმენტის დამზადება-გამოყენებას, ყალბი ოფიიალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სუს-ის ცნობით, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ფორმით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)