|
2026-06-15 16:30:17, 6641 ნახვა
სხვადასხვა
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ბრძოლაში წაგების შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, თვალის სერიოზული ტრავმით. უაითმა აღნიშნა, რომ ის ექიმი არ არის, მაგრამ UFC-ის ტიტულის დაკარგვის შემდეგ, თოფურიას, სავარაუდოდ, თვალის კაკალი აქვს მოტეხილი. „ამჟამად, ილიასთვის ჩემი ერთადერთი გეგმა სახლში დაბრუნება, დასვენება და გამოჯანმრთელებაა. ეს მისთვის ძალიან რთული საღამო იყო. მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მადარდებს. ახლა მის შემდეგ ბრძოლაზე არც კი ვფიქრობ - მინდა, რომ დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს“, - თქვა უაითმა. UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეითჯისთან დამარცხდა. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდში ქართველმა მებრძოლმა თვალის ტრავმის გამო ვერ გააგრძელა ბრძოლა. ტურნირი თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს დაემთხვა. ღონისძიებას დაახლოებით 4000 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ეს თოფურიას შერეული საბრძოლო ხელოვნების კარიერაში პირველი მარცხია. მის ანგარიშზე 17 გამარჯვება და ერთი წაგებაა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



