|
2026-06-15 16:17:02, 1621 ნახვა
სამართალი
ფსიქიატრიულ საავადმყოფოს პაციენტის უფლებების დარღვევისთვის ₾10 000-ის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, პაციენტის უფლებების დარღვევისთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. "საქმე ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის უფლებების მძიმე დარღვევას. სასამართლომ შეაფასა გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიების (ფიქსაციის) გამოყენებას, მისი თავისუფლების შეზღუდვასა და ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასათანადო რეაგირებას. იმის მიუხედავად, რომ მოქალაქე ა.ტ. კლინიკაში ნებაყოფლობით იმყოფებოდა, მას არ მიეცა დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა. მის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის ღონისძიება (ფიქსაცია) გამოიყენეს, რომლის კანონიერება დავის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა. ფიზიკური შეზღუდვის პერიოდში ა.ტ. ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე კლინიკის თანამშრომლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. მორალური ზიანის საქმე არ ეხებოდა მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. PHR-მა სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი თავად სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ეხება პაციენტის უსაფრთხოების, ღირსების, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებას. სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ პაციენტის უფლებების, ღირსებისა და ინფორმირებული თანხმობის პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებამ თავად დაარღვია ა.ტ.-ს უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულით გამოწვეული ზიანის გარდა, პაციენტს მიადგა დამატებითი მორალური ზიანი, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას". - წერს ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა. ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებებისა და პროფესიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)