06:06 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 12:24:29, 1797 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში

მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, უპირველესად ყოვლისა, ბრიუსელმა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „შემდეგ კვირაში მორიგი რეზოლუცია განიხილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. ერთ-ერთი ავტორი არის რასა იუკნევიჩიანე. საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რა ფასი აქვს თქვენთვის ამ რეზოლუციებს?“

„არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში. მათ პირდაპირ სურთ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ, ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, პირველ ყოვლისა, ბრიუსელმა. მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს. ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ ნაბიჯებს როცა ახორციელებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც, თავის მხრივ, აღებული აქვს ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, სტატუსის უპატივცემულობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს მტრული პოლიტიკა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics