|
2026-06-03 18:26:29, 2969 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე დიუშენზე: საჭიროებს დეტალურ ანალიზს და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურად იქნება სასარგებლო თითოეული პაციენტისთვის, – ამის შესახებ "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის დაავადების მქონე მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მშობლებთან საკითხების ირგვლივ მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. „ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო იყო ეს შეხვედრა. პირველივე დღეებიდანვე, რაც პროტესტი დაიწყო და უფრო ადრიდანაც, ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა მშობელთა ორგანიზაციებთან, მშობლებთან. ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მუშაობა დასჭირდება, ამას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ პირველივე დღიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მოვისმინეთ ხედვა მშობლებისგან, ესეც არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და გარემოება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი, ვინაიდან საუბარია ოთხი ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. ადრეც აღვნიშნე, რომ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს და ვთქვათ, სხვასთან მიმართებით – მეტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება დეტალური ანალიზი, სწორად განსჯა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საუბარი იყო ისეთ საკითხებზეც, რომლებიც მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას ეხებოდა. ხაზი გაესვა გარემოებას, რომ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურად იქნება სასარგებლო თითოეული პაციენტისთვის. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრა, გაგრძელდება მსჯელობა. რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული. ამისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის. მომდევნო შეხვედრების დროს საუბარი იქნება ამაზეც, როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ გავაგრძელოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატები. ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, რა არის ყველაზე სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)