07:37 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 12:47:25, 1909 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე: აშშ-სთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას

ქართული ოცნება კვლავ აშშ-სთან ურთიერთოების გადატვირთვაზე საუბრობს. ამჯერად კომენტარი დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, აშშ-საც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ჯამში გაღრმავება და რაც მთავარია, რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება.

რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული საწყისებია, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია “კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ასეთია ქართველი ხალხის და მათი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა, მანდატების არგამოყენება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ვალდებულებაც კი არის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ვერანაირად ვერ იქნება მოსაწონი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები",- თქვამან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics