2026-06-01 11:38:04, 349 ნახვა
საზოგადოება
1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა
1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. მისი აღნიშვნის გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წელს მიიღო. დღესასწაული პირველად 1950 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
ბავშვთა საერთაშორისო დღის ისტორია 1925 წლით თარიღდება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ პირველ მსოფლიო კონფერენციაზე შეიკრიბნენ.
ამ კონფერენციის შემდეგ, რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ ბავშვთა დღედ დაასახელა დღე, რათა ბავშვთა პრობლემებისადმი ყურადღება მიეპყროთ. ომისშემდგომ წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელ მსოფლიოში ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ზრუნვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,