|
2026-05-31 12:11:07, 8880 ნახვა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს მომხდარზე. აღნიშნულის შესახებ მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი. რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან. მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ . სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება , ვინც ასე მოიქცევა" - წერია გავრცელებულ პოსტში. დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნაცემი ახალგაზრდის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემაც. მისი თქმით, ის აღარ იქნება პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი და საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს. "მინდა საზოგადოებას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველას დიდი მადლობა დღეიდან მე აღარ ვარ პაპუნას ადვოკატი. აღნიშნული საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს." - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. გორის ინციდენტში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ (ლია ლოცულაშვილმა) მედიასთან ორი ძირითადი განცხადება გააკეთა. პირველ ეტაპზე, მომხდარი ფაქტის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ პაპუნა მისი გაზრდილია და ის არავის არაფერს დაუშავებდა:
მოგვიანებით, სამართალდამცველების დაკავებისა და საქმის პოლიტიზების მცდელობის პასუხად, მან ტელეკომპანია „ქრონიკასთან“ განმარტა, რომ საქმეში საგამოძიებო უწყებებია ჩართული და ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდება: ლია ლოცულაშვილმა კადრებზე დაყრდნობით გამოძიების ობიექტურად წარმართვისა და დამნაშავეების დასჯის იმედი გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქმეს სათანადო ორგანოები სწავლობენ, უარყო ოპოზიციის ჩარევა და აღნიშნა, რომ მომხდარს გარკვეული პირები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. აპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა ტონი 6 პოლიციელის დაკავების შემდეგ დაარბილა. კითხვაზე, საკმარისია თუ არა 6 პოლიციელის დაკავება, ის ასე პასუხობს:
27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; თავდაპირველად პოლიციამ იგი დააკავა, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება; კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“. პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ; დაკავებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე; პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი; ის 29 მაისს, გვიან ღამით, კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია;
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)