|
2026-05-29 14:01:25, 3250 ნახვა
სამართალი
ექიმი: მდგომარეობა სტაბილურია, მონიტორინგისთვის დაყოვნდა ნევროლოგიურ განყოფილებაში
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და თუ ასე გაგრძელდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე. “პაციენტი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. შემდგომი მონიტორინგისათვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში. თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისათვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე", - თქვა ლევან რატიანმა. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ფორმულასთან მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი ამბობს, რომ პაპუნა კლინიკაში თავბრუსხვევით გადაიყვანეს და მან ორჯერ დაკარგა გონება. გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. ამის შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)