|
2026-05-28 11:08:50, 2413 ნახვა
საზოგადოება
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
გორში, 28 მაისს, 19 საათზე, პოლიციის შენობის წინ, აქცია გაიმართება. - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. "გორში მომხდარი ძალადობა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.. აქ უკვე გამართლება-არგამართლებაზე აღარ არის საუბარი — ხალხი დაშინებულია. როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად?" ,,მოვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობას. მოდით და დავუდგეთ გვერდში დაზარალებულებს. გააზიარეთ მაქსიმალურად. განსაკუთრებით გორელებო, ახლა მაინც გაახილეთ,თვალები და გამოფხიზლდით!!!! თქვენ ქალაქში ხდება ეს ყველაფერი" - აღნიშნულია მიმართვაში. შეგახსენებთ, 27 მაისს, გორში, პოლიციელები 2 მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)