|
2026-05-27 18:57:51, 3844 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჯინ შაჰინი წარმოადგენს „დიფ სთეითს" და, სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ქართველ ხალხსა და საქართველოს. „ვხედავთ, რომ არავის აინტერესებს უკრაინა. როდესაც საუბარია ომის დასრულებაზე, აქ ვისაც კი ოდნავი სინდისი აქვს, ყველა უნდა საუბრობდეს უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ინტერესებზე. თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას და საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო ჩვენი გაფრთხილება, რომ არავის აინტერესებს სხვა ქვეყნების ბედი. ყველას აინტერესებს საკუთარი ამბავი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ჯინ შაჰინი ამის კარგი გამოხატულებაა, მითუმეტეს, რომ ჯინ შაჰინი წარმოადგენს პირდაპირ „დიფ სთეითს", მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაფრთხილებაც აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, ყველა მოქმედებს საკუთარი გადმოსახედიდან, არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები. ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური,"- აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის.
„თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხალხებს შორის ურთიერთობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გამო გაუარესდა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის - ეს იყო ელჩის გაწვევის საკითხი, ჩვენი ელჩის, პრაქტიკულად, გამოძევების საკითხი, ეს იყო სანქციების დაწესების საკითხი. ელჩი გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები და მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თუ იქნება ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ჩვენს ხელისუფლებებს შორის,"- აღნიშნა კობახიძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)