|
2026-05-18 19:40:38, 3147 ნახვა
საზოგადოება
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ - ოცნებას "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს. იცვლება ის მუხლი, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა. "ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვა სპეციალიზებულ მაუწყებლებზე არ გავრცელდება კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ გავრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი თემატიკის - სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობენ. იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები გადაიცემა, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)