|
2026-05-17 14:56:53, 6285 ნახვა
საზოგადოება
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. ბავშვების მშობლებმა დიდი ბანერი გაშალეს წარწერით: „ოჯახი ჩვენი საფუძველია, ბავშვები ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!“ ერთ-ერთმა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა, მსვლელობის წამყვან სასულიერო პირებს დახმარებისთვის მიმართა: „გთხოვთ, დაგვეხმაროთ ჩვენი შვილების გადარჩენაში“. სასულიერო პირებმა დამსწრეებს აკურთხეს, რის შემდეგაც მსვლელობა გაგრძელდა. მშობლები და მათი მხარდამჭერები ტრადიციულ კვირა მსვლელობას საღამოს 6:00 საათზე, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიწყებენ. 27-ე დღეა, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობის წინ შეუჩერებელ საპროტესტო აქციას მართავენ, საჭირო მედიკამენტების მოთხოვნით და იქ ღამით რჩებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ შემოიტანოს პრეპარატი, რომელიც, მათი თქმით, ბავშვების მდგომარეობას შეამსუბუქებს და კუნთოვანი დისტროფიის პროგრესირებას შეანელებს. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა დახმარების თხოვნით საქართველოს საპატრიარქოს რამდენჯერმე მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)