|
2026-05-16 16:35:24, 4869 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
ბიზნესმენი და IT კომპანია Spribe-ის თანადამფუძნებელი ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის „ცოდნის ელჩების“ პროგრამას შეუერთდა. ის აფხაზეთიდან 10 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის უნივერსიტეტში განათლებას დააფინანსებს. ამ საგანმანათლებლო და კარიერული ინიციატივის მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნა. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას თქმით, „პროგრამა განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის ხიდს ქმნის - შესაძლებლობებს მაძიებელი ახალგაზრდისთვის და პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია ამ შესაძლებლობების შექმნა“. BMG-ის ცნობით, პროგრამა პარტნიორობის მოდელზეა დაფუძნებული - „ერთი პარტნიორი, ერთი სტუდენტი“. მისი მთავარი იდეაა, რომ ბიზნეს ან კერძო სპონსორის მონაწილეობით არა მხოლოდ სწავლის საფასური ფინანსდება, არამედ უზრუნველყოფილია მენტორობა, კარიერული განვითარების დახმარება და პროფესიული ინტეგრაცია. „ნიკა ლომიას მხარდაჭერა აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ერთ გადაწყვეტას არა მხოლოდ ერთი, არამედ ათი ახალგაზრდის გაძლიერება მათი საგანმანათლებლო გზაზე“, - თქვა კახა შენგელიამ. კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს „ცოდნის ელჩების“ პროგრამის შემუშავებას და პარტნიორების წრის გაფართოებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)