20:09 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 11:14:03, 3148 ნახვა

სამართალი
მამუკა მდინარაძე - დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი

იავნიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსისა და მომავალი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სუს-ში შემავალი ინფორმაციების რაოდენობა, მისი პოსტზე დანიშვნის შემდეგ 30-ჯერ გაიზარდა, თუმცა გაიზარდა მოსმენებიც, ოღონდ "მოსამართლის განჩინების საფუძველზე". 

"თუ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში რამეს მივაღწიეთ, მე დამხვდა სუს-ში პროფესიონალთა გუნდი, რომლებსაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამართალდამცველები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომლებისთვისაც სწორი მიმართულების მიცემა გაძლევს უდიდეს შედეგს, ერთ საერთო მაგალითს და ციფრს მოგიტანთ, თუ დაახლოებით 1 წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო რაღაც X ციფრი, დღეს სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ. თუ რეალიზაციისთვის პირობითად შედიოდა 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი" - თქვა მდინარაძემ სანქცირებული TV იმედის ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, "რის ხარჯზე ხდება ეს, თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს ხდება გაზრდილი მოსმენების ხარჯზე?" მდინარაძემ უპასუხა: "მათ შორის, რა ეგონათ დავმალავდი?! დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე" 

"თუ 2-ჯერ და 2.5-ჯერ გაიზარდა განჩინებები და ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია, პირობითად, იგივე 100 ტელეფონს თუ უსმენდნენ მოსამართლის განჩინებით და პირობითად უსმენენ 250-ს, სამაგიეროდ , ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ".

მდინარაძის თქმით, "ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის სუს-ში მმართველობის პერიოდშიც".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics