20:38 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-04 18:19:43, 257 ნახვა

კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება

BMG-ის ცნობით, კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ BMG შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ცნობარზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია.

"შავი ზღვის უნივერსიტეტში" ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590 ლარის ნაცვლად 3190 ლარი გახდა. "ალტე" უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი. "საქართველოს უნივერსიტეტში" არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით. "კავკასიის უნივერსიტეტში" რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა - სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური. "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში" საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.

განათლების პოლიტიკის მკვლევრი, ვანო გომურაშვილი საკითხზე პოსტს აქვეყნებს, მისი შეფასებით, ეს დოკუმენტი ნათლად აჩვენებს, რა მიმართულებით იცვლება უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში. 

"რას ნიშნავს ეს აბიტურიენტებისთვის ??

პირველი, აბიტურიენტი ვეღარ ირჩევს უნივერსიტეტს მხოლოდ აკადემიური ინტერესით, ფინანსური ფაქტორი ხდება გადამწყვეტი, რადგან გრანტის პრინციპი უქმდება.

 

მეორე, სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, მაღალი ხარისხის პროგრამებზე წვდომა რთულდება იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ფინანსური რესურსი არ აქვს.

 

მესამე, კერძო სექტორის დასუსტება, კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც ხშირად უფრო მოქნილი და ინოვაციურები არიან, აღმოჩნდებიან ფინანსურ წნეხში. „უფასო განათლება” ოცნების რეჟიმისგან ისეთივე არარეალური დაპირებაა, როგორც უფასო ფული. რეალურად სისტემა არ ხდება უფასო, უბრალოდ ფინანსური ტვირთი იცვლის მიმართულებას და ნაწილობრივ გადადის სტუდენტზე ან ზღუდავს მის არჩევანს.

 

დღევანდელი ცნობარი გვაჩვენებს არა მხოლოდ ფასების ზრდას, არამედ პოლიტიკურ არჩევანს განათლების სფეროში - ცენტრალიზაციისკენ და არა მრავალფეროვნებისკენ.

 

 ამ მიდგომით მივიღებთ სისტემას, სადაც: ნაკლები კონკურენცია იქნება, ხარისხი დაიკლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტის თავისუფალი არჩევანი შეიზღუდება", - წერს გომურაშვილი.

 

" ქართული ოცნების" განათლების რეფორმის შედეგად, 2026 წლიდან საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, კერძო უნივერსიტეტებში კი იხსნება სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში დაბომბვის შედეგად დაზიანდა გოლესტანის სასახლე
ვაზისუბანში ერთი ადამიანი დაჭრეს
ტრამპი: ირანს 10 დღე მივეცი შეთანხმებისთვის, ან ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის - დრო იწურება
POG: ქრთამის აღებისთვის თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics