|
2026-04-02 18:43:34, 225 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
გაცვლითი კურსის ანალიზისას, როგორც წესი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, პირველ რიგში, ლარის აშშ დოლართან შედარებაა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ბევრი თავდაპირველად გაკვირვებითა და მცირედი სკეპტიციზმითაც კი ხვდება იმ ფაქტს, რომ, სინამდვილეში, ლარი ევროს მიმართ გაცილებით სტაბილურია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი - ლარის მერყეობა აშშ დოლარის მიმართ მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია უფრო დაბალი, ერთი წლისა და უფრო ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში კი - პირიქით. იმავე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეგიონის სხვა ვალუტების ანალიზიც.
ამის მიზეზი რამდენიმეა:
საერთო ჯამში, ლარის შედარებითი სტაბილურობა ევროს მიმართ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ევროში შედარებით მეტი სესხის აღებაა ოპტიმალური. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კვლავ დღის წესრიგში დადგა ერთ-ერთი ზემოხსენებული ფაქტორის - აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის - პოტენციური გადააზრება. მართალია, ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აქცენტის საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე გაკეთებაა რეკომენდირებული, თუმცა, შესაძლებელია, მოკლევადიანი ინდიკატორები გრძელვადიანი პროგნოზების ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებდეს. ამდენად, აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რით არის განპირობებული მსოფლიო ბაზრების რეაქცია მიმდინარე მოვლენების მიმართ და, შესაბამისად, არის თუ არა საჭირო ჩვენი რეკომენდაციების კორექტირება - ერთადერთი ღია კითხვა, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაში გვქონდა დატოვებული.
უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ დოლარი გლობალურად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, როგორც ევროს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ. კითხვაზე საპასუხოდ, ეს გამყარება მოკლევადიანია თუ ისევ უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებას უკავშირდება, კვლავ ოქროს ფასის ანალიზი დაგვეხმარება. მკითხველისთვის ცნობილია ჩვენი ნოემბრის პუბლიკაცია, სადაც მივუთითებდით, რომ ფასების მაშინდელი ზრდა დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავდა, რომლებიც, საერთო ჯამში, აშშ დოლარისთვის ნეგატიურია; შესაბამისად - ევროსთვის პოზიტიური. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ მიუთითებს ფასების მიმდინარე კლება უკვე საპირისპირო ტენდენციაზე, რაც აშშ დოლარში შედარებით ნაკლები სესხის რეკომენდაციის წინაპირობა იქნებოდა. ჩვენი პასუხი უარყოფითია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
პუბლიკაციის სრულ ვერსიაში ასევე მოყვანილია რამდენიმე მოკლევადიანი ფაქტორი, რომლებიც, შესაძლოა, ოქროს ფასების მიმდინარე დინამიკაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, მათ შორის, სპეკულაციური აქტივობა, კომპიუტერული ალგორითმები და ინვესტორების მხრიდან - ცენტრალური ბანკების ჩათვლით - გასულ წელს ფასების ზრდის შედეგად მიღებული მოგების რეალიზაცია.
ამდენად, თუ აშშ დოლარის გამყარება უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებით არ არის განპირობებული, რა შეგვიძლია ვთქვათ სხვა საშუალო და გრძელვადიან ფაქტორებზე? ფისკალური პოლიტიკა, ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის დასუსტება - ყველა ეს სტრუქტურული ფაქტორი, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარისთვის უარყოფითი რჩება. დამატებით აღსანიშნავია, რომ დოლარის წამყვანი პოზიცია, გარკვეულწილად, იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ნავთობის ფასები სწორედ დოლარშია დენომინირებული. ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში საყურადღებოა ამ ფაქტორის შესაძლო დასუსტებაც.
რას ნიშნავს ეს ყოველივე პრაქტიკული თვალსაზრისით? ჩვენი პროგნოზით, ომის დასრულების შემდგომ, ევრო გამყარდება, მით უფრო რომ მიმდინარე მოვლენებამდეც აშშ დოლარის მიმართ ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩებოდა. ამდენად, აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შედარებით სუსტია, რაც დოლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. რასაკვირველია, ზემოთ მოცემული მსჯელობის ფონზე, მოკლევადიანი მიზნებისთვის მეტი სიფრთხილის გამოჩენაა მიზანშეწონილი. ლარის კუთხით, ჩვენი პოზიცია კვლავ დიდწილად ნეიტრალურია. კონკრეტულად როგორ გამოიყურება სასესხო კალათის ოპტიმალური სტრუქტურა? რასაკვირველია, ინდივიდუალური შეფასება ყოველთვის უფრო ზუსტია, თუმცა სარეკომენდაციო სტრუქტურა გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007460-macro-update-georgia
გერმანელ მოქანდაკეს მოსკოვში დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პუტინის გამოსახულებიანი კარნავალის ინსტალაციებისთვის
ტრამპი: დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიანი არაა
რუსული ნავთობკომპანიები ბალტიისპირეთის პორტების პარალიზების გამო წარმოების შესამცირებლად ემზადებიან
Batumelebi: რას წერს ე.წ. უდოს კომისია მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)