23:31 - 25 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-25 13:34:47, 356 ნახვა

საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს

მორწმუნეები სიონის საპატრიარქო ტაძარში იკრიბებიან, რათა ილია II-ის ხსოვნას მის საფლავთან პატივი მიაგონ.

გარდა ამისა, ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს.

სიონის საკათედრო ტაძარში წირვა 14:00 საათზე დაიწყება.

„როგორც ცნობილია, მეცხრე დღეს, ისევე როგორც მეორმოცე დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ავტოკეფალიის აღდგენა აღინიშნება, დღე, რომელსაც ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად აქ პარაკლისს აღნიშნავდა. დღეს აქ ავტოკეფალიის აღდგენის პატივსაცემად პარაკლისი აღევლინება, რასაც მოჰყვება პანაშვიდი ილია II-ისთვის“, - აღნიშნავს სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხარაძე: აშშ-ში შეხვედრებისას გამოვხატავდი, რომ არ ვართ კმაყოფილები ურთიერთობების დონით
გორის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა, დაშავებულია 1 პირი
ირანი იმუქრება, რომ აშშ-ის სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში წითელ ზღვაზე წვდომას დაბლოკავს
ზახაროვა კვლავ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics