13:48 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 15:11:17, 1345 ნახვა

საზოგადოება
კვლევა: საქართველოში სახელმწიფო პენსია საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს

Euronews HR კომპანია Moorepay-ის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ეხება იმას, საკმარისია თუ არა სახელმწიფო პენსიები ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში.

კვლევის მიხედვით, 39 ევროპული ქვეყნიდან 20-ში სახელმწიფო პენსიები არ არის საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად - მათ შორის, ბოლო ადგილზე არის საქართველო, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

კერძოდ, კვლევის თანახმად - საქართველოში სახელმწიფო პენსია ერთი ადამიანისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 39 ქვეყანაში (EU-ის წევრები, კანდიდატი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო) პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებთან მიმართებით მერყეობს 22%-დან (საქართველო) - 225%-მდე (ლუქსემბურგი).

კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ეს მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯს და ერთ საშუალო პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით.

Moorepay-მ საშუალო პენსიების მონაცემები შეაგროვა, ცხოვრების ხარჯები აღებულია Numbeo-დან და წარმოადგენს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. რეალური მდგომარეობა შეიძლება ქალაქის მიხედვით განსხვავდებოდეს.

Euronews კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მაგალითად, ლუქსემბურგში საშუალო სახელმწიფო პენსია არის 28,790 ევრო, ხოლო ცხოვრების ხარჯი - 12,791 ევრო. შედეგად, რჩება 15,989 ევროს სიჭარბე, რაც ნიშნავს, რომ პენსია ორჯერ მეტია საჭირო ხარჯზე.

პენსიები ასევე ორჯერ მეტია ცხოვრების ხარჯზე იტალიაში (210%) და ფინეთში (208%). ესპანეთი (199%) და დანია (189%) ამ დონეს უახლოვდება.

სხვა ქვეყნებში პენსიების წილი მერყეობს 150%-დან 180%-მდე, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. ეს ქვეყნებია: ისლანდია (179%), ნორვეგია (178%), გერმანია (176%), ბელგია (170%), ავსტრია (165%), საფრანგეთი (160%), ნიდერლანდები (159%) და შვედეთი (158%).

ექვს ქვეყანაში მაჩვენებელი 100%-დან 150%-მდეა — ანუ პენსია საკმარისია ერთ ადამიანზე (ქირის გარეშე), თუმცა სიჭარბე მცირეა. ესენია: შვეიცარია (131%), ირლანდია (126%), გაერთიანებული სამეფო (120%), პოლონეთი (112%), ჩეხეთი (108%) და საბერძნეთი (103%).

ზოგ შემთხვევაში პენსია მაინც ფარავს ცხოვრების ხარჯების 80%-ზე მეტს: სლოვენია (95%), სლოვაკეთი (94%), ესტონეთი (91%), პორტუგალია (90%), მონტენეგრო (89%), ლიტვა (85%), ხორვატია (82%) და უნგრეთი (81%).

თუმცა, ბევრ ქვეყანაში მდგომარეობა ცუდია და მაჩვენებელი 65%-ზე დაბალია.

საქართველო (22%) ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზეა, შემდეგ მოდის ალბანეთი (29%), უკრაინა (29%) და მოლდოვა (42%). ამ ქვეყნებში პენსია ვერ ფარავს ცხოვრების ხარჯების ნახევარსაც კი.

ასევე დაბალია მაჩვენებელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში (53%), კვიპროსში (58%), ჩრდილოეთ მაკედონიაში (61%), თურქეთში (64%) და ლატვიაში (65%).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ახლა რაც ხდება (საპატრიარქოში) ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა
მეუფე იაკობი - ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის ჩავრევთ
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე ბრალდებულებს 100 000 და 50 000 ლარის გირაო შეეფარდათ
ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შედეგად 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და 13 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics