|
2026-03-23 11:15:28, 7968 ნახვა
სამებაში პატრიარქის დაკრძალვაზე არცერთი ყოფილი პრეზიდენტი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მიუშვეს
საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს სამებაში პანაშვიდზე დასწრების საშუალება არ მიეცათ - ეკა ბესელიას შეფასებით, ტაძარში მიმდინარე პროცესებმა ერთიანობის განცდა დაარღვია და სივრცე „ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე“ კონცენტრირებულად წარმოაჩინა. - უთხრა პოლიტიკოსმა "ტვ პირველს"
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვაზე, ითხხოვა თუ არა საშვი, რათა სიონის ეკლესიაში პატრიარქის დაკრძალვას დასწრებოდა, ზურაბიშვილი ასე პასუხობს:
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს, პენიტენციური სამსახური "ექსპრესნიუსს" ეუბნება, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა „გამონაკლისს არ ცნობს“, შესაბამისად, მისი ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. 19 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. ის, როგორც პატრიარქის მეგობარი და მესამე პრეზიდენტი, ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს. გუშინ სამების ტაძარში მივიდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. სიტყვები წარმოთქვეს რეჟიმის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა. ვრცელი სიტყვა თქვა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა. "ოცნების" ყველა წარმომადგენელი პატრიარქის სასახლესთან ახლოს, ოჯახებით, შვილებით იყვნენ წარმოდგენილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)