23:40 - 20 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 21:40:38, 299 ნახვა

სამართალი
შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით მოძრაობისგან

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:

თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);

რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;

რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;

მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;

ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;

ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო "მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;

ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.

ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;

კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;

ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულები.

ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან" - წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი ირანის ნავთობმომარაგების მთავარი ცენტრის ხელში ჩაგდებას განიხილავს
კრემლმა აშშ-ს შესთავაზა ირანისთვის დაზვერვის გადაცემის შეჩერება უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი ქმედების სანაცვლოდ
საპატრიარქო - სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
შსს 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით მოძრაობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics