|
2026-03-18 17:47:46, 310 ნახვა
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო
სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქ ილია მეორეს სამგლოვიარო მსვლელობით საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ. პროცესიას წინ მიუძღვებიან სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები უჭირავთ. ადგილზე არიან, ასევე, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები. სამების საკათედრო ტაძარში დღეიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღასრულა
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას
ძმა და თანამოძმე - მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
სამების საკათედრო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)