|
2026-03-18 01:26:36, 2584 ნახვა
საზოგადოება
BBC - სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა: ავტორიტეტი და ერის ლიდერი
საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა და ტელეკომპანია BBC სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქზე უწმინდეს ილია მეორეს გარდაცვალებაზე სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ იგი ითვლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერის სულიერ ლიდერად. BBC წერს, რომ ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. 44 წლის ასაკში, საბჭოთა საქართველოში, როდესაც ეკლესიაში ცოტა ადამიანი დადიოდა, მან ახალი თავი გახსნა ქართული ეკლესიის ისტორიაში. "მისი პატრიარქობის დროს ეკლესიის სამწყსო ექსპონენციურად გაიზარდა, წირვა-ლოცვა განახლდა ადრე დახურულ ეკლესიებში და აშენდა ახალი ეკლესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში. ისტორიულმა მოვლენებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკლესიის აღორძინებაში. მისი პატრიარქობის დროს სსრკ დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ომები, კონფლიქტები და პოლიტიკური არეულობა განიცადა. საპატრიარქო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად იქცა, ხოლო ილია II, გამოკითხვების თანახმად, ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა იყო, რომლის პოპულარობასაც პოლიტიკოსები და ლიდერები მხოლოდ შურდნენ. თუმცა, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატრიარქი სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, ეკლესია სკანდალების ცენტრში აღმოჩნდა და ცალკეული სასულიერო პირების, ზოგჯერ კი თავად საპატრიარქოს რიტორიკა სულ უფრო ხშირად ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპული ინტეგრაციის კურსს. - წერს გავლენიანი BBC საერთაშორისო გამოცემას მოჰყავს პატრიარქის BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ. „ბავშვობა საკმაოდ მკაცრ პირობებში გავატარე. ეს მეორე მსოფლიო ომი იყო. მაგრამ ამავე დროს, ბავშვობას სითბოთი ვიხსენებ. ჩემი მშობლები ღრმად რელიგიური ადამიანები იყვნენ. სახლში ყოველთვის სიმშვიდე იყო. მშობლებთან გატარებული ყველა წლის განმავლობაში ხმამაღალი სიტყვა არასდროს გამიგია“, - გაიხსენა ილია II-მ ინტერვიუში ბავშვობის წლები.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



