21:17 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 22:36:52, 2105 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც მომდინარეობდა სისხლის დაკარგვა

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "პირველივე წუთებიდან" საქმის კურსში იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება. ამავდროულად, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მკურნალობის მეთოდოლოგია და მკურნალობის სისტემა გამართულია.

გუშინ დაახლოებით შუადღეს გაჩნდა პრობლემა, სატურაციის ვარდნა იყო, იყო გარკვეული პარამეტრები, რომლებიც მოითხოვდა გარკვეულ ჩარევას.

მიიღეს მკურნალმა ექიმებმა გადაწყვეტილება, გადაეყვანათ სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოჩნდა, ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა რაღაცნაირად გამოაშკარავდა და დაუყოვნებლივ, პრაქტიკულად როგორც კი ეს გამოაშკარავდა, წუთებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანაზე, ეს იყო დაახლოებით ღამის ორი საათი.

აქაც დაუყოვნებლივ, პრაქტიკულად წიუთებში იქნა  მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების, რაც განხორციელდა, რამაც წარმატებულად ჩაიარა, რადგან მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც მომდინარეობდა სისხლის დაკარგვა. - განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics