21:47 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 12:58:36, 5720 ნახვა

სამართალი
ბათუმში, სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები

ბათუმში, სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა.

„რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ, რეზო წულუკიძის ცოლმა.

რეზო და ფირუზ წულუკიძეებმა 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ძმები წულუკიძეები პირველად 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში დებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics