16:55 - 11 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 15:01:59, 258 ნახვა

შსს: ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - დაკავებულია 51 პირი

გასული ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. სამინისტრო ამ მიმართულებით სისტემატურად ატარებს საპოლიციო, მათ შორის, პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.

„გასული ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები – სულ დაკავებულია 51 პირი.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა დარახველიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადაში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
შსს: ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - დაკავებულია 51 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics