02:41 - 10 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-08 16:50:34, 377 ნახვა

სამართალი
აღაიანში პოლიციის მანქანა დააზიანეს, მიზეზი საპატრულოს ეკიპაჟის დევნა გახდა, გამოძიება დაწყებულია

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში ადგილობრივები საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. მანქანა საპატრულო პოლიციის დევნის შემდეგ ეზოში შევარდა და ამობრუნდა | ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

 დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაშია გადაყვანილი.

 ამავე ინფორმაციით, შსს აცხადებს, რომ "კიას" მარკის ავტომანქანა საპატრულო ეკიპაჟმა ციხისძირში შენიშნა და გაჩერებისკენ მოუწოდა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ სამართალდამცველები მას აედევნენ, სანომრე ნიშნების დაფიქსირების შემდეგ კი დევნა შეწყვიტეს. ამავე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ამის შემდეგ მოხდა.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შსს:

 "მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს.

სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.

დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
საფრანგეთი ირანში ავიამზიდს და სამხედრო გემებს გაგზავნის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი