|
2026-03-08 12:09:04, 10592 ნახვა
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. - თქვა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრორუს ზურა მახარაძის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის საქართველო ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ სტამბოლის კონვენციის წევრი.
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ, ცნობილი ასევე როგორც სტამბოლის კონვენცია — ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წლის 11 მაისს სტამბოლში. კონვენციის მთავარია მიზნებია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვა და ამ დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობის დასრულება. 2019 წლის მარტში კონვენციის ხელშემკვრელთა რაოდენობა შეადგენდა 45 სახელმწიფოსა და ევროკავშირს. 2012 წლის მარტში, თურქეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და მას მოჰყვა 34 სახელმწიფოს რატიფიკაციები 2013 წლიდან 2021 წლამდე (ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია). კონვენცია ძალაში შევიდა 2014 წლის 1 აგვისტოს. 2021 წელს, თურქეთი გახდა პირველი და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ხელშეკრულებიდან გამოვიდა 2021 წლის 20 მარტს მისი დენონსაციის შემდეგ. კონვენციის მოქმედება შეწყდა თურქეთში 2021 წლის 1 ივლისს. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმას (მე-3 (ა) მუხლი). სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ქმედების ჩადენისგან და აღკვეთონ, გამოიძიონ, დასაჯონ და გაითვალისწინონ კომპენსაცია არასახელმწიფო პირების მიერ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩადენისთვის (მე-5 მუხლი). კონვენცია ასევე მოიცავს გენდერის განმარტებას: კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე გენდერი განმატებულია მე-3 მუხლის გ ნაწილით, კერძოდ, „გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს“. ამასთანავე ხელშეკრულება ადგენს სხვადასხვა სახის ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას. სახელმწიფოებმა, რომლებიც არიან ამ კონვენციის ხელშეკვრელი მხარეები, უნდა მოახდინოს სხვადასხვა ქმედების კრიმინალიზება, მათ შორის: ფსიქოლოგიური ძალადობა (33-ე მუხლი); ადევნება (34-ე მუხლი); ფიზიკური ძალადობა (35-ე მუხლი); სექსუალური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურება, ნებისმიერი ხასიათის არანებაყოფლობითი ქმედება, რომელსაც აქვს სექსუალური ხასიათი (36-ე მუხლი), იძულებითი ქორწინება (37-ე მუხლი); ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება (38-ე მუხლი), იძულებითი აბორტი და იძულებითი სტერილიზაცია (39-ე მუხლი). კონვენცია აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროება უნდა იყოს სისხლისამართლებრივი ან სხვა სანქციების ქვეშ (მე-40 მუხლი). კონვენცია ასევე მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაული (42-ე მუხლი).
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)