02:24 - 08 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-07 16:19:29, 350 ნახვა

სამართალი
რეჟიმის ირანთან თანამშრომლობის ანგარიშის გამო გუბაზ სანიკიძე და თინა ხიდაშელი სუს-ში დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს.

მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე.

„ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს.

„მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

არსებული ინფორმაციით, სუს-ს კითხვები პოლიტიკოსებთან მიმართებით მათი მხრიდან მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე აქვთ, პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“- განმარტავს სუსი.

ფოტო მეტრონომის




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანიკიძე - ჩემ შეკითხვებზე ვერ (სუს-მა) მიპასუხეს - ვიდეო
Washington Post: აშშ-ის დაზვერვა ეჭვობს ირანის რეჟიმის დამხობაში
ტიმოთი შალამე ოპერისა და ბალეტის შესახებ კომენტარების გამო მწვავედ გააკრიტიკეს
საგარეო: ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მინისტრის მოადგილემ გააკეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი