22:41 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 18:23:34, 3384 ნახვა

საზოგადოება
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე მონაწილე დაესწრო - მხარდამჭერი BOG-ია

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი გაიმართა.  

ინიციატივის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან ჩატარდა, რომელსაც ლევან ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას 100-მდე მონაწილე დაესწრო.

ტრენინგის ფარგლებში, ლევან ფავლენიშვილი საუბრობდა ფინანსების მართვის საბაზისო პრინციპებზე, ბიუჯეტირებაზე, ინვესტიციებზე და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ბანკის და პარტნიორების სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე.  შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics