|
2026-03-03 13:47:49, 536 ნახვა
პოლიტიკა
მედიის თავისუფლების ანგარიში: საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში "ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა". აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო გამოქვეყნებული განგაშის სიგნალების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. "ეს სიგნალები ასახავს პრესის თავისუფლების ფართომასშტაბიან ნგრევას, რომელიც გამოწვეულია ინსტიტუციური რეპრესიებით, პოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებით და ეფექტური ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების შესუსტებით", - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშში საუბარია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე და ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ მისი მედიაორგანიზაციები დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ზეწოლის სამიზნე გახდნენ. ამასთან, ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის საქმე პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. გარდა ამისა, ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელმა თავისი კარიერის განმავლობაში "გამოიჩინა სამაგალითო სიმამაცე და ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მიმართ". ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობაზეც და ნათქვამია, რომ 2025 არაერთი რეპრესიული კანონი იქნა მიღებული, მათ შორის საუბარია ე.წ. FARA-ს კანონზე, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილებებზე. ხაზგასმულია ისიც, რომ ახალი ნორმების საფუძველზე ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ უკვე შეტანილია საჩივრები. გარდა მედიისა, ანგარიშში ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომებიც - კერძოდ, საუბარია რამდენიმე NGO-სთვის, მათ შორის მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფებისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვაზე. ნახსენებია ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებს სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოჩანაწერების ჩაწერა აეკრძალათ სასამართლოს სპეციალური ნებართვის გარეშე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გრძელდება შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - ნახსენებია 2025 წლის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი და ხელს უწყობს ანტიევროპულ რიტორიკას. დოკუმენტში ასევე ნახსენებია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და კვლავ არის ხაზგასმული ის, რომ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობა კვლავ ფართოდ გავრცელებულია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა აღნიშნულია, რომ ეფექტური კონტროლის მექანიზმებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე საქართველოში ჟურნალისტიკის მდგრადობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
2014 წლის შემდეგ პირველად, რუსები პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საკუთარი დროშით გამოვიდნენ
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა
შვედეთის საგარეო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ავტორიტარული კურსი
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)