|
2026-03-03 12:59:49, 273 ნახვა
საზოგადოება
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ხორციელდება. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანია, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას გარკვეული მუხლები დაკორექტირდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი სახეები განისაზღვრა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა - 200 ლარით დაჯარიმებას. ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებისთვის დაწესებული სანქცია ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით დიფერენცირდა. კერძოდ, ეს ქმედება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ყველა სხვა ქალაქში ჯარიმა 10 ლარის ოდენობით იქნება. მეორე მოსმენის ფარგლებში კორექტირებული კანონის პროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ასევე, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი
მედიის თავისუფლების ანგარიში: საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა
საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელიც მზარდია - კონკურენციის სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)